შოთა მურღულია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსების მოთხოვნას უერთდება
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსების საკითხი კვლავ აქტუალურია. უნივერსიტეტის მხარდამჭერთა სპეციალური საბჭო იქმნება, რომელშიც პროფესორ მასწავლებლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შევლენ.
საბჭოს შექმნის მიზანია ფონდ "ქართუს" დასაბუთებული არგუმენტები
წარუდგინოს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ უნდა დაარსდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში და არა თბილისში.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა. როგორც ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძემ აღნიშნავს, შოთა მურღულიასგან მხარდაჭერა მიიღეს. მერმა აღნიშნა, რომ იზიარებს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის იდეას, თუმცა აუცილებელია საფუძვლიანი დასაბუთების მომზადება. მერის განცხადებით, ის "ქართული ჯგუფის" წევრებს შეხვდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხით პირადად პრემიერიც დაინტერესდა და მთავრობა ამ საკითხზე მიბრუნება შესთავაზა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი