|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნარკომანიამ სერიოზულად შეაღწია სკოლებში"

ნარკოტიკული  საშუალებების  მოხმარებისა და  უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დისკუსია  გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა ნარკოლოგიური ცენტრის ექიმებმა და ქუთაისის საკრებულოს  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიცაზიების წარმომადგენლები და სტუდენტები.

 დისკუსიაში მონაწილე ნარკოლოგიური ცენტრის ექიმებმა  აღნიშნეს, რომ  ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზადა. მათთვის, არ არსებობს სარებილიტაციო ცენტრი, სადაც დახმარება უფასოდ გაეწევათ. არის სახელმწიფო პროგრამა სტაციონარული მკურნალობის, სადაც  ამ ეტაპზე 240-მდე ბენეფიციარი მკურნალობს, თუმცა ყველას არ აქვს საშუალება ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში.

"საგრძნობლად  გაახალგაზრდავდა  ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა  ასაკი. ამ სენმა  სერიოზულად შეაღწია სკოლებში.  გვხვდებიან  14-15 წლის  პაციენტები, რომლებიც სერიოზულად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე  გაიზარდა ნარკოდამოკიდებულ ქალბატონთა რაოდენობაც"-განაცხადა  ნარკოლოგიური ცენტრის ექიმმა ალექსანდრე  აბულაძემ.  მისი თქმით,   გამოსავალი, საზოგადოების ინფორმირებულობაა.  პირველ რიგში კი, საჭიროა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მათ უნდა იცოდნენ,  ნარკოტიკების მოხმარებით რა საფრთხის წინაშე დგებიან.

 "ადგილობრივ თვითმართველობას ამ ადამიანების დასახმარებლად რაიმე გამოკვეთილი პროგრამა არ აქვს. ჩვენ c ჰეპატიტის პროგრამაში ვიღებთ მონაწილეობას. ამ ადამიანების 30% თვითმართველობა აფინანსებს",-განაცხადა  ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ნადირაძემ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა