|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობით ჩინური კომპანია ინტერესდება

რიკოთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობით ჩინური კომპანია ინტერესდება. კომპანია Zhuhai da Heng QIN limited-ის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია რიკოთის უღელტეხილის 56 კილომეტრიან მონაკვეთზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

ჩინური კომპანია Zhuhai da Heng QIN limited-ის ხელმძღვანელობამ პრემიერ მინისტრს პროექტის დაფინანსების, დაპროექტების, მშენებლობისა და ოპერირების გეგმა გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ინფრასტურული თანამშრომლობის გაღრმავებაში.

„ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინვესტორებისათვის. ინვესტიციების მოზიდვა და უცხოელი ბიზნეს პარტნიორების ინტერესების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა