|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არტ-გენი 2015“ სტარტს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან აიღებს

ხვალ თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ფესტივალი „არტ-გენი 2015“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნება და იგი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება. აქვე მოეწყობა ფოკლორული ანსამბლების კონცერტი. გაიმართება ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო; შესაძლებელი იქნება „შავფაროსნების“ წარმოდგენის ხილვა. 5 ივლისს კი ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე პარკში გადაინაცვლებს.

წლევანდელი "არტ-გენის" მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნია. ამიტომ 3 ივლისს „არტ-გენის“ ორგანიზატორები და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. „არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი 19-26 ივლისსს თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა