|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოქრუაშვილის ოქრო ბაქოში

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ებრაელ ორ სასონი შებოჭა.
სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული 15 მედალია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.
დღესვე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა. 
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ოქრუაშვილთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს კი მოუგო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს რენატ საიდოვს ვეღარ აჯობა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმაც (-90), რომელსაც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისმა, იგივე ჯარჯი ზვიადაურმა აჯობა. მანამდე ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ლიპარტელიანთან წააგო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა