|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ერდოღან დაგდევირენი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ვისბადენის ინტერპოლის მიერ 24.03.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ერდოღან დაგდევირენს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს. ერდოღან დაგდევირენი 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა კომპანია „კესტელს“ (საფრანგეთი), რომელიც გერმანიაში სხვადასხვა კომპანიიდან დიდი ოდენობით სიგარეტის შესყიდვას ახორციელებდა. მის მიერ გადაუხდელმა გადასახადებმა 5 684 740,31 ევრო შეადგინა.

ამჟამად ერდოღან დაგდევირენის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა