|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინა ხიდაშელი:"ეს სერიოზული შეშფოთების საგანია"

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ISIS-ის მიერ კავკასიაში ვილაიეთის ჩამოყალიბების გამო მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ბათუმში, ჟურნალისტებტან ისაუბრა. მინისტრმა განმარტა, რომ  ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია მშვიდი არც  აქამდე ყოფილა. მისი თქმით, რუსეთი უნდა იყოს კონცენტრირებული ჩრდილო კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე რეაგირებით და არა მეზობელ ქვეყნებთან საომარი მოქმედებებით.  "დღეისათვის რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ხდება - არა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და დაკავდეს სწორედ ჩრდილო კავკასიაში საფრთხეების ერთი მხრივ შეფასებით და მეორე მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია, დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელმა  განცხადება, ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდის, "ლაბუნის" შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებაზე გააკეთა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა