|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი ვერეს ხეობაში"

"გაშენდეს თბილისის ცენტრალური პარკი ვერეს ხეობაში" - სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა აქცია დაგეგმეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქცია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გაერთიანებებთან. "ვთვლით, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს. ჩვენი სურვილია გათავდეს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სპეკულაციები და იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პარკის მშენებლობის თაობაზე.  აქცია არ ატარებს პოლიტიკურ სახეს. იგი ორგანიზებულია რიგითი მოქალაქეების მიერ და კავშირი არ აქვს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეების მიერ ფეისბუქზე დაგეგმილი აქცია თბილისში აქცია საკრებულოსთან  6 საათზე გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა