|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვს

ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა  ინფრასტრუქტურის საკითხებზე   გაიმართა. შეხვედრას რეგიონების გამგებლები დაესწრნენ და რეგიონებში არსებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, რეგიონებში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც მალე უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ყველა მიმდინარე პროექტი სექტემბერში უნდა დასრულდეს. 

"გამგებლებთან  ვისაუბრეთ, იმ რეგიონალურ პროექტებზე, რომელიც წელს ხორციელდება. ასევე ვისაუბრეთ მომდევნო წლის  გეგმებზე. ბიუჯეტებში იქნება გარკვეული მატება, მთავარია,  ჩვენ დავხვეწოთ პროექტების შერჩევის მექანიზმი და შევარჩოთ, რა უნდა გავაკეთოთ 2016 წელს. წლევანდელი პროექტები, გარკვეული ხარვეზების მიუხედვად, მაინც ხორციელდება",- აღნიშნა შერგელაშვილმა.

შენიშვნები ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებისათვის  ტყიბულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.

შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულია  ქალაქის პრობლემების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი წყალმომარაგება იყო: "არის პროექტები, რომლებიც შეჩერებულია წყალმომარაგების სისტემის მოუწესრიგებლეობის გამო.  ასევე პრობლემაა კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების მხრივ", - განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ქალაქში საკანალიზაციო ქსელის მოსაწესრიგებლად მოლაპარაკებები 100 მლნ ევროიან პროექტზე მიმდინარეობს.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი