|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლების მინიჭებას მერია ითხოვს

 რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე შოთა მურღულიამ გარევაჭრობის საკითხზეც ისაუბრა, მისი თქმით, კარგი იქნება, თუ დაჯარიმების უფლებას მერიას მიანიჭებენ. "გარევაჭრობა ქალაქისათვის არის პრობლემა. შიდა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ფუქციები არაა სწორად გადანაწილებული. კარგი იქნება, თუ კანონში ჩაიწერება, რომ ჩვენც გვქონდეს დაჯარიმების უფლება",- განაცხადა შოთა მუღღულიამ.
 მინისტრის მოდგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რედაქტირება უნდა მოხდეს, სადაც, სავარაუდოდ, ამ საკიხსაც განიხილავენ.

ავტორი: ანა ჯიქია