|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო ბიბლიოთეკაში ტარიელ კობახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  მერვე და მეცამეტე საქალაქო ბიბლიოთეკებთან  ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე აკაკი ვასაძის სახელობის სახელოვნებო  ფოლკლორის სასწავლებლის დირექტორის მოადგილის, ტარიელ კობახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების დაწყებას წინ საღამოს კურთხევა უძღვოდა. აკაკი ვასაძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.  მეგობრებმა კი პოეტსა და მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.

„ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დღეა და დღევანდელი დღე დაუვიწყარია ჩემთვის.  მადლობა ბიბლიოთეკას, რომელმაც ასეთი პატივი მომაგო, პოეტს, რომელსაც ჯერ კიდევ წიგნი არ გამომიცია. ჩემი ლექსები  ხელიდან ხელში გადასვლით გახდა ცნობილი და დღეს, ასეთი ლამაზი საღამო მოეწყო. მადლობა ჩემს მოსწავლეებს და ყველას ვინც აქ იმყოფება“,–განაცხადა ტარილ კობახიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი