|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 დაგვიანებული და 2 მოხსნილი აბიტურიენტი

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი საგამოცდო დღე დასრულდა. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. აღნიშნულ საგანში გამოცდის მეორე ეტაპი ხვალ ჩატარდება.
 შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მონაცემებით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნაკადში რეგისტირებული იყო 9 583 აბიტურიენტი, მათგან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა,  სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი
ერთი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა. მეორე სესიაზე 9282 აბიტურიენტი იყო  დარეგისტრირებული, მათგან  300 არ გამოცხადდა. დაგვიანების ფაქტი არ დაფიქსირებულა ქუთაისში, სადაც საგამოცდო პროცესი დღის მანძილზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრში გამოცდას 5 ათას 500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.

ავტორი: ანა ჯიქია