|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პრემიებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ქუთაისის მერია  "პრემირების მანკიერი პრაქტიკის გაუქმების შესახებ" იტყობინება.  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან  პრემიები დამსახურების მიხედვით ნაწილდება, ეს თანხა კი, საერთო ჯამში, სახელფასო ფონდის 10% არ აღემატება.

"საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ საჯარო სამსახურში პრემიებისთვის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს მთლიანი ასიგნებების 15%, რაც ითვლება ოპტიმალურ მაჩვენებლად. იმის გამო, რომ ქუთაისის მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები (ხელფასი, პრემია, საწვავისა და მანქანების მომსახურების, მივლინებები და ა.შ.) ეს მაჩვენებელი დღეისათვის 10%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის შედეგად მარტო 2014 წელს 1,5 მილიონი ლარი დაიზოგა, რაც გადანაწილდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამიტომ ყველანაირი სპეკულირება ვითომდა ქუთაისის მერიაში გაბერილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე თუ პრემიებზე აბსოლუტური სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას",-ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე