|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მამა" ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

რეჟისორ დათა ფირცხალავას ფილმი "მამა" ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამა ფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში "Pardi di domani" იყო წარდგენილი.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, "მამა" ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმწარმოებაში სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კერძო ბიზნესიც ჩაერთო. 

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

ავტორი: ანა ჯიქია