|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყლით სავსე ჭურჭლები ძაღლებისთვის (ფოტო)

ქუთაისის ქუჩებში GeoCapital-ის ოფისების წინ წყლით სავსე ჭურჭლები გამოჩნდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უსახლკარო ცხოველებს სასმელ წყალს სთავაზობს. ამ აქციაში ჩართვას კომპანია მოსახლეობასაც სთავაზობს. აქციაში ჩასართავად საკმარისია ყოველდღე ჭურჭლის წყლით ავსება და მისი სახლთან, კორპუსთან, ან ეზოში დადგმა, რათა გაუსაძლის სიცხეში უსახლკარო ცხოველებს  წყლის მოპოვება გაუადვილდეთ.  

"აქტიურად ვართ ჩართული ცხოველების დაცვაში. მოვიძიეთ სტატისტიკა და არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 100,000-მდე ცხოველია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ცხოველი უწყლობით იღუპება. კომპანიამ პირველმა სცადა დაენერგა ეს პრაქტიკა და სწორედ ამიტომ თავისი ოფისების წინ განათავსა თასები. დღეს რამდენიმე ძაღლი იყო მოსული წყლის დასალევად. კარგია თუ აქციაში მოსახლეობაც ჩაერთვება,"- განუცხადა "ნიუპრესს" ქუთაისში GeoCapital-ის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერმა მიხეილ უჩაძემ.  

GeoCapital-მა აქციის ფარგლებში წყლიანი ჭურჭლები  ქუთაისის  გარდა, ბათუმში, ზესტაფონში და ზუგდიდში საკუთარი ოფისების წინ განათავსა. წყლით სავსე თასები GeoCapital-ის ოფისების წინ კიდევ ერთი თვის განმავლობაში დარჩება მანამ, სანამ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.






ავტორი: ანა ჯიქია