|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მაშველმა პირველი ადგილი მოიპოვა

 ბათუმში ძალისმიერი სპორტის სახეობათა  შავის ზღვის ქვეყნების ღია თასის გათამაშებაში  ქუთაისელმა ძალოვანმა ამირან დოღონაძემ პირველი ადგილი მოიპოვა. მან 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა. აღსანიშნავია რომ, დოღონაძე  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მეხანძრე-მაშველია,    ამავე დროს ის ტიტულოვანი სპორტსმენია. ამირან დოღონაძესაქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წევრი, ძალისმიერ სამჭიდში ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებების პრიზიორი, ასევე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.

 ბათუმში ასევე წარმატებით იასპარეზა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურემ  შალვა ბებიაშვილმა. მან 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან, ძალოსანმა ათლეტმა სამჭიდის გავრცელებულ ორ სახეობაში - წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში ევროპის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.

სპორტის ამ სახეობაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. 15-16 აგვისტოს ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატში, რომელიც ორი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის - ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებისა (International Power Sports Union) და მსოფლიო პაუერლიფტინგის ალიანსის (World Powerlifting Aliance) ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნებიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში რამოდენიმე ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ეასპარეზათ.

 წყარო: police.ge

 

ავტორი: ირინა მაკარიძე