|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უბისის მონასტერთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

უბისის მონასტერთან ტურისტულ-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. "იქნება თანამედროვედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანი შეძლებს ცივილურად დაისვენოს და მოინახულს საქართველოს ეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი", - განაცხადა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრუოლებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.   

დასავლეთ საქართველოში, სოფელ უბისთან  შემორჩენილი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები არის ძველი დარბაზული ეკლესია, კოშკი-გოდოლი და თაღოვანი კარიბჭე, იქვეა უფრო გვიანდელი სამრეკლო. აღმოსავლეთის ფასადის პირდაპირ აღმართული კოშკი-გოდოლის სამხრეთ კედლის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტერი და კოშკი 1141 წელს აუშენებიათ.



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა