|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით

საქართველოს დაზვერვის სამსახური წვევამდელებს აძლევს შესაძლებლობას მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით ამის შესახებ  საქართველოს დაზვერვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე მყოფი წვევამდელები. უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა. "საკონტრაქტო მოსამსახურეები შეისწავლიან სამხედრო საქმეს და გაივლიან სპეციალურ მომზადებას (მათ შორის დამატებით შეისწავლიან უცხო ენას). სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საკონტრაქტო მოსამსახურეებს მიეცემათ ყოველთვიური ანაზღაურება, უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და უნიფორმით. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ მოკლევადიანი შვებულებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარმატებული მოსამსახურეები დასაქმდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურში.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა