|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად ფოტოკონკურსი ჩატარდება

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად ფოტოკონკურსი გამოაცხადა. "ქალაქ ქუთაისის, მისი შემოგარენისა და იმერეთის ამსახველი მაღალხარისხიანი და ეფექტური ფოტომასალა მნიშვნელოვანია ქუთაისის დადებითი ტურისტული იმიჯის შექმნისათვის. ფოტოებმა ეფექტურად უნდა წარმოაჩინოს ქალაქის ტურისტული პოტენციალი საინფორმაციო ბუკლეტებში, რომლებიც წარდგენილი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სხვადასხვა ტიპის გამოფენებსა და ფესტივალებზე", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ფოტომასალა უნდა იყოს ეფექტური ვებ-გვერდზე, ბილბორდსა და სხვა სარეკლამო მატარებელზე.

კონკურსთან დაკავშირებით შეიქმნა დროებითი კომისია, რომელსაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე არიან საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ბექა ყანჩელი,  მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პანტელეიმონ კლდიაშვილი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი  ვაჟა ჯუღელი , მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი სარიშვილი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე  პაატა ლილუაშვილი,  ფოტო - კინო - ტელე მატეანეს ხელმძღვანელი რამაზ მორჩაძე,   ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ნათია კობახიძე. დროებითი კომისია კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს გამოავლენს.

 ფოტო-მასალის თემატიკა ასეთია: 1. ქუთაისის სურათები - ერთიანი ხედები, ქუჩები, რიონის სანაპირო /სეზონების მიხედვით, დღისა და ღამის პეიზაჟებით/ 2. ოქროს ჩარდახი 3. ბაგრატი 4. გელათი 5. მოწამეთა 6. კაცხი 7. სათაფლია 8. პრომეთეს მღვიმე 9. მარტვილის კანიონი 10. ოკაცე 11. სალხინო 12. იმერული სამზარეულო და კერძები 13. ღვინო 14. კურორტები: წყალტუბო, სულორი, ნუნისი, საირმე 15. საქართველო 16. ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები 17. ფოლკლორი 18. სპორტი 19. ჯომარდობის ამსახველი კადრები მდინარე რიონზე 20. ქუთაისის ფესტივალების ამსახველი ფოტოები

ნამუშევრის წარდგენის  ბოლო ვადა: 4 სექტემბერია (16:00 სთ)







ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა