|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბერძნული პოლიცია ქართველ ცოლ-ქმარს ეძებს

ბერძნული პოლიცია  ქართველ ცოლ-ქმარს ეძებს. მათ კუნძულ იდრაზე მკვლელობა, ყაჩაღური თავდასხმა და ფულის გატაცება ბრალდებათ. ბერძნული მედიის ინფორმაციით პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მათი 7 თანამზრახველი.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელ-ფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა  მომხდარის ღამესვე დააკავეს 7 ქართველი. ორმა ბრალდებულმა, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულ იდრადან ათენში გადასვლა შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ხანდაზმულ ცოლ-ქმართან ტავერნაში მუშაობდნენ და მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ფულს სახლში ინახავდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა