|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში "ახალგაზრდობის ხიდი" გაიხსნა

ახალგაზრდობის ინიტიაცივით წყალტუბოში  "ახალგაზრდობის ხიდი" გაიხსნა.  ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ფესტივალში "კარვების ქალაქი". ფესტივალის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენები, შემეცნებითი და სპორტული თამაშები, კინოფილმების რეტროსპექტივა. წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნების სურვილი ახალგაზრდებმა თვითმმართველობის პირველ პირებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებსა და წყალტუბოში ჩამოსულ დამსვენებლებს გაუზიარეს.
 ახალგაზრდობის ხიდის გახსნას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი. მისი თქმით, წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტების პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია. მომავალში ფესტივალში იმერეთის მხარის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. 

ახალგაზრდობის ხიდის გახსნამდე წყალტუბოში "სიყვარულის ხიდი" გაიხსნა. ბალნეოპარკის ტერიტორაზე სულ 12  ხიდია განახლებული

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა