|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ხუტა უფროსი“ ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ცნობილ ქართველ მსახიობს გოვენ ჭეიშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა.
გოვენ ჭეიშვილი, რომელიც ქუთაისში დაიბადა 33 წელი დედაქალაქში მოღვაწეობდა. დრამისა და კინოს მსახიობი დიდი ხანი მუშაობდა თბილისის მუსკომედიის თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „კუჩხი ბედინერი“,“ წითელი პატეფონი“, „სამოთხის გვრიტები“, „ლომა, დავიწყებული მეგობარი“ და სხვა მრავალი. განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა კინოროლმა „ხუტა უფროსი“- ფილმიდან „რეკორდი“.
 შოთა მურღულიამ მსახიობს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა. შემოდგომაზე კი ადგილობრივი თვითმმართველობა გოვენ ჭეიშვილისათვის სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებებს გეგმავს.

ავტორი: ნიუპრესი