|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსული ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. ვერტმფრენი ადგილობრივებმა დაახლოებით დილის 11 საათისათვის შენიშნეს. 
გორის რაიონის სოფლების, ბუბუტიანთკარის და მერეთის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში მოკვლევა უკვე დაწყებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ  მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

 

ავტორი: ანა ჯიქია