|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ივლისის თვის და იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

2015 წლის ივლისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულა 3302 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1378 დანაშაული. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 41.73%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.62%.
შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით: 
2015 წლის ივლისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2111 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1199 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.1%; 
2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 20438 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11506 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.3%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.32%; 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 14339 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9536 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.5%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%.

ავტორი: ნიუპრესი