|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ღავთაძე: „პოლიტიკური ცვლილებები უნივერსიტეტზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს“

„უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, ამიტომ, ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში მიმდინარე ცვლილებები პირდაპირ და უშუალოდ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ უნდა ახდენდეს არსებით ზეგავლენას,“ – აცხადებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე. ღავთაძემ აღნიშნული განცხადება უნივერსიტეტში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ქვეყნის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები, რომლებიც ამჟამად „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, სასწავლებელში ცვლილებების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. 

თუმცა  დაწესებულების ადმინისტრაცია ცვლილებებს არ ელოდება და აცხადებს, რომ სასწავლებელში პროცესები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.    

„უნივერსიტეტში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხადდებოდა და კვლავაც გამოცხადდება კონკურსები როგორც აკადემიური, ისე ტექნიკური თუ დამხმარე თანამდებობის დასაკავებლად. ნებისმიერმა მსურველმა, ვისაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სურს, შეუძლია ეს სურვილი კონკურსში მონაწილეობის გზით დააფიქსიროს,“ – ამბობს გიორგი ღავთაძე.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირიდან აქტიურ ფაზაში შევიდა და მასზე ქვეყანაში მიდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გავლენა არ მოუხდენია. კერძოდ, ღავთაძის თქმით, სწავლების პირველი დღეების განმავლობაში  სტუდენტებისათვის გვარდება ორგანიზაციული ხასიათის ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეტესტების ჩაბარება უცხო ენაში და შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა, ფაკულტეტების ადმინისტრაციებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება და სიების დაზუსტება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა