|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვუყურებდი მაყურებლის გაღიმებულ სახეებს და ეს სტიმულს მაძლევდა"

„ქართული თეატრის სცენაზე 200 როლი აქვს შესრულებული, მაგრამ პოპულარული ჯემალის როლით გახდა -  „სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალებით,“- ამგვარი ნახევრადხუმრობით წარუდგინეს ქუთაისელ მაყურებელ საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე, რომელსაც სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის იუბილის და დაბადებიდან  83 წლის აღსანიშნავად  საქართველოს ეროვნული ფილარმონია  ქვეყნის მასშტაბით ტურნეს უმართავს.

„60 წელია ქართულ სცენას ვემსახურები და ამით დიდად ბედნიერი ვარ“,-განუცხადა მაყურებელს ლეო ანთაძემ.

მსახიობი საათზე მეტი ხნის განმავლობაში სცენიდან  ესაუბრებოდა მაყურებელს,  საკუთარი მოგონებებით გაჯერებული სხვადასხვა სპექტაკლების ნაწყვეტებისაგან აკინძული მონოსპექტაკლით.  ამ სპექტაკლს ის  "ვერიკო ანჯაფარიძის  ერთი მსახიობის თეატრში თამაშობდა", ასევე „თეატრალურ სარდაფში“.  როგორც  „ნიუპრესს“ გაუმხილა, გული დაწყდა, რომ ორივე თეატრი დახურულია და ახლა ამგვარად წარუდგენს თავის ხელოვნებას მთელ საქართველოს.

 რაც შეეხება ქუთაისში გამოსვლას - „ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის მაყურებლით, მარჯანიშვილის თეატრი აქ ჩამოყალიბდა, რომელიც საოცარი დასი იყო. აქ ძალიან დიდი თეატრალური ტრადიცია არსებობს, ამიტომ მე ქუთაისში გამოსვლას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ვუყურებდი მაყურებლის გაღიმებულ სახეებს და ეს სტიმულს მაძლევდა“-,  განუცხადა „მარჯანიშვილელმა“  მსახიობმა ჟურნალისტებს.


ავტორი: ირინა მაკარიძე