|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის „ოცნება“ სასამართლოს ვერდიქტის იმედად

„ქართული ოცნების“ თერჯოლის საარჩევნო შტაბი დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს.  „ოცნება“ ქვედა სიმონეთის #21 უბნის შედეგების (სადაც გაერთიანებულია #34–ე სპეც უბანი)  ბათილობასა და აღნიშნულ უბანზე ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

როგორც კოალიციის თერჯოლის შტაბის წარმომადგენელი სოფიო ბუსკივაძე ამბობს, ამ ეტაპზე  თერჯოლაში სიმშვიდეა და აქციები აღარ მიმდინარეობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მათ მოთხოვნას არ დაკმაყოფილებს, ახალ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.   

„თერჯოლის #49  საოლქო კომისიასთან  შეკრებილი კოალიციის მხარდამჭერები გუშინ, გუბაზ სანიკიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ, რადგან საოლქომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმყოფილა და  ჩვენს იქ დგომას აზრი არ ჰქონდა,“ – ამბობს სოფიო ბუსკივაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“  უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თერჯოლაში,  #34 სპეც საარჩევნო უბნის შედეგები #21 უბანზე დათვალეს, ხოლო  ოცნებისთერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოგსაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ხმის მისაცემად სხვა რეგიონების ამომრჩევლები მიიყვანეს.

შედეგების მიხედვით კი, #34– საარჩევნო უბანში ხმების 48.78%–ითნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე ლიდერობს, „ოცნების" კანდიდატს ხმების 45.45% აქვს მიღებული.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა