|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 55 პროცენტით გაიზარდა

  ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 55 პროცენტით გაიზარდა. ბოლო 7 თვის მონაცემები "ნიუპრესს" ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პანტელეიმონ კლდიაშვილმა გააცნო. მონაცემები ქუთაისის ტურისტულ ცენტრში მისული ტურისტების რაოდენობის მიხედვით შედგა. "საინფორმაციო ცენტრში შემოსულთა რაოდენობის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქალაქში ტურისტების რაოდენობაზე. ამ ეტაპზე ხელთ მაქვს 7 თვის  მონაცემები, რომლითაც ფიქსირდება, რომ 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 55 პროცენტითაა გაზრდილი. შემიძლია ვთქვა, რომ იყო პერიოდი როცა არ გვქონდა ასეთი მაღალი მაჩვენებელი. თებერვლის თვეში კლებაც კი შეინიშნებოდა, მაგრამ თუ ავიღებთ იგივე ივლისის თვეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი", - განაცხადა პაატა კლდიშვილმა.

ქუთაისში ტურისტების შემოსვლას კვლავ  ელოდებიან, რადგან  ტურისტულად აქტიურ  სეზონად აგვისტოს მეორე ნახევარი  და სექტებმერი მიიჩნევა.

 ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად  სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს

ავტორი: ანა ჯიქია