|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი 2 დღით ჩაიკეტება

ე.წ. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსთან ე.წ საზღვარს ორი დღით ჩაკეტავს.  ამის შესახებ ოსური მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. საზღვარი 25 და 26 აგვისტოს ჩაიკეტება. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ.საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება. 
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მიმოსვლა 27 აგვისტოდან აღდგება. 

ავტორი: ანა ჯიქია