|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ტურისტები დაშავდნენ

 ზუგდიდი-მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე  ავტოსაგზაო შემთხვევისას 15 ტურიტი დაშავდა. "სპრინტერის" ტიპის მიკროავტობუსი, რომელშიც უცხოელი ტურისტები და 2 ქართველი გიდი იმყოფებოდა, ბეტონის ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებული მგზავრების სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.  

ადგილზე 6 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.   დაშავებულები ზუგდიდის საავადამყოფოში გადაიყვანეს. 3 დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. 

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს. 

ავტორი: ანა ჯიქია