|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიამ, შესაძლოა, თავისუფალი გადაადგილება შეზღუდოს

გერმანია შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას მესერმა  გააკეთა. როგორც ის  აცხადებს, გერმანია შენგენს მხარს უჭერს, თუმცა თუ კანონებს და წესებს არავინ დაიცავს, შენგენის ზონის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგება.  მიზეზი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისია.

გავრცელებული ინფორმაციით, წელს გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 800 ათასი მიგრანტი მიმართავს, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობაა.

არალეგალები თვშესაფრის მიღებას გერმანიაში, საფრანგეთში და დიდი ბრიტანეთში ცდილობენ. 

ავტორი: ანა ჯიქია