|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ონში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 900 ათასი ლარი შეადგინა

ონში ძლიერმა წვიმამ და ქარმა შენობები დააზიანა. პირველადი მონაცემების მიხედვით, ზარალმა 900 ათასი ლარი შეადგინა. გუშინ, გვიან ღამით წვიმამ და ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა.  ასევე დაზიანდა მუნიციპალიტეტის შენობა, მას ქარმა სახურავი გადახადა.

"პრემიერის უშუალო დავალებით შეიქმნა სამაშველო ჯგუფები. ამ დროისათვის ზარალი სრულადაა დათვლილი, რაც შეადგენს 900 ათას ლარს. აქედან 200 ათასი ლარი არის მოსახლეობის სასტუმრო სახლები, რომლებსაც ქარმა გადახადა სახურავი, ხოლო 700 ათასი ლარი, ეს არის 4 მდინარის კალაპოტების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს", - აცხადებს ონის გამგებელი მერაბ ორდენიძე.

ზარალის დათვლა ონის რაიონში ჯერ კიდევ გრძელდება. სტიქიამ ზარალი მიმდებარე სოფლებსაც მიაყენა.


წყარო:  TV "იმედი"

ავტორი: ანა ჯიქია