|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღების ააიპების თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ

 ბაგა - ბაღების ააიპების თანამშრობლები ატესტაციას გადიან. ტესტირების ეტაპი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ტარდება. მათ 100 ქულიან ტესტს უნდა უპასუხონ. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 65 პროცენტია. ტესტებზე მუშაობისთვის ოთხი საათი აქვთ.
 ჩააბარებენ თუ არა ტესტირების ეტაპს ატესტანტები, ეს დღესვე გახდება ცნობილი. გამოცდა კომპიუტერული სისტემით ტარდება და ქულა ეკრანზე ტესტის დასრულებისთანავე გამოჩნდება.


ავტორი: ანა ჯიქია