|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმში ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

ბათუმში ზღვაში ნავთობის ჩაღვრის ფაქტი დაფიქსირდა. ნავთობი მდინარე ბარცხანამ ჩაიტანა, რის გამო სანაპირო დაბინძურდა და ბანაობა დროებით აიკრძალა. ჯერჯერობით, უცნობია, ნავთობის ჩაღვრის ზუსტი მიზეზები. ერთ-ერთი ვერსიით, ზღვაში ნავთობი მდინარეში ბათუმის ნავთობტერმინალიდან ჩავიდა, რის გამოც ტერმინალს სოლიდური ჯარიმის დაკისრება ემუქრება.   ნავთოტერმინალის წარმომადგენლები ამის საწინააღმდეგოდ  ამტკიცებენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მდინარემ ნავთობით გაჟღენთილი გრუნტი ჩამოშალა და გაჟონვა უშუალოდ ნავთობტერმინალიდან არ მომხდარა.

 სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ზღვაში ბანაობის აკრძალვა გაუქმდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე