|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღების თანამშრომლები ატესტაციის პირველ ეტაპს აფასებენ

ბაღების ააიპების თანამშრომლებმა ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება დაასრულეს. ტესტირებიდან გამოსულებმა "ნიუპრესთან" საუბარში გამოცდები შეაფასეს. როგორც გაირკვა, მათ ტესტებში ყველაზე მეტად მათემატიკური ნაწილი გაუჭირდათ.  იყვენენ ისეთებიც, ვინც მაქსიმალური ქულები აიღეს და ისინიც, ვისაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადასალახავად ერთი ქულა დააკლდათ.

"კმაყოფილი ვარ ტესტების სირთულითაც და ტესტების შედეგითაც. 91 ქულა ავიღე. ფაქტიურად, ჩვენ თვენახევრით ადრე მოგვეცა საშუალება ტესტირებისთვის მზადება დაგვეწყო.  შეიძლება ითქვას, რომ კანონების ნაწილი უფრო გაგვიადვილდა, ვიდრე მათემატიკური. საკმაოდ კარგი ქულები აიღეს, როგორც ვიცი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად,  პროფესიონალი კადრი გვყავს",- ამბობს ნატალია ბანძელაძე.  

"77 ქულა ავიღე. მათემატიკური ნაწილი იყო აბიტურიენტების სირთულის. მართალია, ტესტირების ეტაპი დავძიეთ, მაგრამ სირთულეები მაინც იყო, მაგრამ ბაღის დირექტორები ძალიან ძლიერები არიან და თავი გაართვეს",- განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

"საკმაოდ რთული იყო მათემატიკური ნაწილი. ვინც მოემზადა, ჩააბარა. მეც ჩავაბარე, 77 ქულა ავიღე, თუმცა იოლი არ იყო", - აღნიშნა ნანა გურგენიძემ.

ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება 3-4 სექტემბერსაა ჩანიშნული.



ავტორი: ანა ჯიქია