|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ წუთებში იმერეთის გუბერნიაში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში ამ წუთებში იმერეთის რაიონული ხელისუფლების პირველ პირებთან და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ თავჯდომარეებთან საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. მათ შორის არის ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ასევე, ადგილზე არიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები.

ისინი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. სათათბირო ოთახში, ასევე, იმყოფება "ნაციონალების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თევდორაძეც, რომელიც არჩევნებში მარცხის მიუხედვად, პარლამენტში პარტიული სიით შევა.
ამ დროისთვის უცნობია რა საკითხებზე თათბირობს იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და გიორგი თევდორაძე რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან. შევედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინაროებს.
ადგილზე იმყოფება newpress-ის ჟურნალისტი. ახალ ინფორმაციას უახლოებს პერიოდში მოგაწვდით.  

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა