|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ციხეებში მონიტორინგს 50–კაციანი ჯგუფი განახორციელებს

საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24–საათიან მონიტორინგს მომავალი კვირიდან 50 კაციანი ჯგუფი განახორციელებს.

მონიტორინგის ჯგუფი საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის შექმნილი.
ჯგუფთან შეხვედრა გამართა დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა.
ციხეების მონიტორინგისათვის მინისტრი 50 კაციანი ჯგუფის წევრებისთვის 2012 წლის ბოლომდე სპეციალურ  საშვს გასცემს. რომლის მიხედვითაც, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 საათიანი მონიტორინგის განხორციელება შეეძლებათ.
ქუთაისიდან ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან გაზეთ "ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "არგუსის" თავმჯდომარე მანანა მანაგაძე. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა