|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა

 წელს პირველი ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ყოველდღიურად იზრდება. საქსტატის  ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმად 268,7 ლარი იყო  განსაზღვრული, აღნიშნული თანხა ყოველთვიურად გაიზარდა და ივნისში უკვე 270 ლარს გადააჭარბა.

ერთი წლის განმავლობაში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საგრძნობლად გაიზარდა 2014 წელსაც. თუ წლის დასაწყისში ის 258,7 ლარი იყო, წლის ბოლოს საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 267,4 ლარი შეადგინა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2010 წელს 225,3 ლარი იყო, 2011 წელს 264.6 ლარი; 2012 წელს 253,5 ლარი; ხოლო 2013 წელს 250 ლარი.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2012 წლიდან 2015 წლის ივნისამდე 17,3 ლარით არის გაზრდილი.

 შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2012 წელს 151,1 ლარს შეადგენდა. 2015 წლის ივნისის მონაცემებით კი 161,4 ლარია.

ავტორი: ანა ჯიქია