|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინგა გრიგოლია: "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება"

 ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებას ეხმაურება ინგა გრიგოლია, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს  ტელეკომპანიის მიერ რეიტინგული  გადაცემების დახურვას.

„ორივე რეიტინგული გადაცემაა და არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო,  რომ მათი დახურვის მიზეზი  ფორმატია.  ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ , -განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ინგა გრიგოლიამ.

„იმედმა“ საზოგადოებრივ- პოლიტიკური ტოქ-შოუების შეჩერების შესახებ  მიზეზად  გადაცემების ფორმატის შეცვლა დაასახელა, რათა 2016 წლიდან მაყურებელს თვისობრივად ახალი პროდუქტი შესტავაზონ: „ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან. ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.

გავრცელდა პირველი გადაცემის პრომო, რომელიც ეთერში უნდა გასულიყო.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე