|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯვრისწერა ზღვის დონიდან 2002 მეტრზე

ბოლო  პერიოდში მწვერვალზე ქორწინება მოდურ ტენდენციად იქცა. მოდას არ ჩამორჩა ქუთაისელი ჟურნალისტი შორენა  ლაღაძე, რომელმაც ჯვარი „ხვამლის მთაზე“, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე დაიწერა. როგორც თავად აღნიშნავს, „ხვამლის მთა“  მათი სასიყვარულო ურთიერთობის არცერთ  პერიოდს  უკავშირდება, თუმცა,  შორენა და მისი  მეუღლე   დიდი ხანია მოლაშქრეობით არიან დაინტერესებულნი. მათი რომანიც სწორედ ლაშქრობის დროს დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომოლაშქრე ვარ, სწორედ ჩემს ნიშნობაზე ვიყავი პირველად  ხვამლზე“. ჩვენი რომანი "სათაფლიაზე" დაიწყო, დაახლოებით 2 წლის წინ. ნიშნობა აგვისტოს დასაწყისში მწვერვალ თეთნულდის პლატოზე გვქონდა, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე. რაც შეეხება ჯვრისწერას, ხვამლი, როგორც მისტიური ადგილი ჩემმა აწ უკვე მეუღლემ, გიგა შუბითიძემ აარჩია ჯვრის დასაწერად“,- აღნიშნა შორენა ლაღაძემ.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ შორენას მეუღლე მთასვლელია,  ის მთასვლელთა და მოგზაურთაა კლუბის "თეთრნული" წევრია.

გადმოცემის მიხედვით, ხვამლის მთაზე მდებარე ტაძარში ქართველი თავადები იწერდნენ ჯვარს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი