|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ასაკით პენსიონერები 160 ლარის ოდენობით პენსიას მიიღებენ

ასაკით პენსიონერები პენსიას 160 ლარის ოდენობით მიიღებენ. ცვლილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა: "პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პენსიებთან დაკავშირებული ცვლილება და ასაკით პენსიონერები, რომელთა პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა კიდევ უფრო იმატებს და გახდება 160 ლარი, ანუ მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, 703 ათასზე მეტი პენსიონერია რეგისტრირებული. მათი პენსიის დანამატი მხოლოდ ერთ თვეში 7 მილიონ ლარს აჭარბებს. წლევანდელ ბიუჯეტში კი პენსიის ზრდის გამო ხარჯები 30 მილიონით გაიზარდა.

ავტორი: ანა ჯიქია