|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეორგანიზაცია იწყება

ბაღების შემდეგ რეორგანიზაცია კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იწყება.

დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს, ერთის მხრივ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიური გარემოებების გამო სამუშაო ძალის შემცირება.  ()იპ გაერთიანების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს გაერთიანებაში დასაქმებული პირების შესაბამისი წესით გაფრთხილებას პირადად და წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. თანაშრომელებს დღეს გაეგზავნათ გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ", - განაცხადა ()იპქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ.

რა სახით ჩატარდება რეორგანიზაცია, ეს ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.


ავტორი: ანა ჯიქია