|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ "ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის" ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი, დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა  ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

დანაშაული  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა