|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მედიატორს" წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან პასუხობენ

მონიტორინგის ცენტრის "მედიატორი" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წყალტუბოს  გამგეობაში კონკურსში ჩაჭრილი ადამიანების დასაქმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან პასუხობენ. 

როგორც "ნიუპრესს"  წყალტუბოს გამგეობის პრესსამსახურიდან განუცხადეს,  „მედიატორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.  "საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონკურსი ტარდება მხოლოდ მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად.

ეჭვს იწვევს ის ფატი, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციას საჯარო ინფორმაცია არ გაუთხოვია, რის გარეშეც ნებისმიერ კვლევა სანდოობას კარგავს.

სოსო კუჭავა არის  ა(ა)ი.პ. „წყალტუბოს კურორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანმაშრომელი და არა საჯარო მეხელე. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება.

სოფო გიორგაძე, რომელიც ამჟამად არ მუშაობს, იყო ხელშეკრულებით აყვანილი შტატგარეშე მოსამსახურე, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეა ელენე ტუხაშვილი, რომელთა თანამდებობები არ ითვალიწინებს კონკურსის წესით შევსებას. რაც შეეხება კიაზო იობიძეს, მან წარმატებით გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი (ტესტირება და გასაუბრება), რის შედეგადაც საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ წარდგენილი იქნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად"- ნათქვამია წყალტუბოს გამგეობის პრესსამსახურის განცხადებაში.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა