|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტენდერებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა 11 %-ითაა შემცირებული"

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად ლარის კურსის არასტაბილურობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დიდ ზარალს აყენებს. განცხადების თანახმად,  სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ფინანსური პრობლემები ექმნებათ,  „ვინაიდან ხელშეკრულების თანხა ლარში ფიქსირდება, კურსის ცვლილებით მიღებული ზარალი ზოგიერთ კომპანიას გაკოტრების, ხოლო სახელმწიფო ტენდერებს კი ჩაშლის საფრთხის წინაშე აყენებს“, -ნათქვამია განცხადებაში.


გადამხდელთა კავშირი მიიჩნევს, რომ რომ ლარის არაპროგნოზირებადი კურსის გამო კომპანიების ნაწილი,  თავს იკავებს მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობისგან, რაც ამცირებს კონკურენციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში.


„ჩვენი გათვლებით, ტენდერებში მონაწილეთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 11 %-ით არის შემცირებული“-აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებას სავალუტო რისკების შემცირების  მიზნით ხელისუფლებას ხელშეკრულებებში ჩადებული პირობების შეცვლისაკენ  მოუწოდებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა