|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აფართოვებენ

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არესებული გზა ფართოვდება. გზის გაფართობა გასართობ ცენტრ „სულიკოდან“ პარალემენტის ბოლომდე (ავტოქარხნის ხიდამდე) უნდა მოხდეს. როგორც მუშები განმარტავენ, სამუშაოები მიმდინარე წლის 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. ქუთაისის პარლამეტში პირველი სხდომა სწორედ მიმდინარე წლის 26 მაისს უნდა გაიმართოს. „დაჩქარებულ რეჯიმში გვიწევს მუშაობა. ვიცით რომ 26 მაისამდე ასფალტის დაგებაც უნდა მოვასწროთ“, - ამბობს სამუშაოებზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა იაგო თურმანიძე. მიმდინარე  სამუშაოების  ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა სულ 10 მეტრით გაფართოვდება და საერთო ჯამში,  ის 22 მეტრამდე იქნება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების სამუშაოებს საქართველოს  საგზაო დეპარტამენტი ახორცილებს. უშუალოდ სამუშაოებზე პასუხისმგებელი ფირმა „სახელმწიფო სამშენებლოა“.


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა