|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრესის სახლში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

დაახლოებით 40 წუთია მეხანძრეები ქუთაისის პრესის სახლის ბოლო სართულზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ამ წუთებში ადგილზე მივიდა სახანძროს მე-4 მანქანა.

მეხანძრეების თქმით, მათ მუშაობას ქარი ართულებს, რის გამოც, გაჭირდა ხანძრის ჩაქრობა.
პრესის სახლის მე-5 სართული ამ დროისთვის მთლიანად დაცლილია, იქ მხოლოდ მეხანძრეები იმყოფებიან.
შენობის ბოლო სართულიდან ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარი ნაწილები ცვივა.
პრესის სახლის მე-5 სართულზე რადიო "ძველი ქალაქის" ოფისია განთავსებული. რადიოს ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხანძარი დაახლოებით 15:20 საათზე გაჩნდა და მას შემდეგ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
„რადიში პირდაპირი ეთერი გვქოდნა, როდესაც პროდიუსერი შემოვიდა და მითხრა, გადაცემა უნდა შეგვეწყვიტა ხანძრის გამო. შენობა ყველამ დავტოვეთ. იმედია რადიოს ტექნიკას საფრთხე არ დაემუქრება. მეტი ჯერ არაფერი ვიცით. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც" -  ამბობს რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტი აკო ანდღულაძე.
ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი შენობის მე-5 სართულზე არსებულ ფეხსაცმელების საწარმოდან გაჩნდა. სხვა ვერსიით კი ცეცხლი შენობის ბოლოს სართულზე მდებარე სათავსოს გაუჩნდა.
მეხანძრეების თქმით, გამომწვევი მიზეზების დადგენა, ხაძრის ჩაქრობის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე