|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი: „ვურჩევ ოპოზიციას, სწრაფად შეეგუონ ახალ რეალობას“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის თქმით, უმცირესობასთან შეხვედრა აუცილებელი იყო. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა ყოფილიყო რეალისტური, ნაწილი კი ამას ვერ ახერხებდა.

„მე ვურჩევ მათ სწრაფად შეეგუონ ახალ რეალობას. არავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება. თვითონვე აგებენ სიცრუეს. ამიტომ ვურჩევ, სიცრუეზე აგებულ მსჯელობას  და კრიტიკას თავი დაანებონ. რეალური კრიტიკაც ბევრი გვექნება ჩვენ, რადგან ამის გარეშე ხელისუფლება არ არსებობს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მან რამდენჯერმე უპასუხა ოპონენტებს საარჩევნო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შესრულების ვადებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „სადაც გვითქვამს დრო, ახალც ვიმეორებთ და სადაც არ არის დაზუსტებული, არც ახალ ვაპირებთ დაზუსტებას. ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ საარსებო მინიმუმიც გადასახედია. ჩვენ დრო არ გვითქვამს, რადგან ამას სჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ სიცრუესა და სიყალბეზე დაყრდნობილი ძველი რიტორიკა,“ - ამბობს ივანიშვილი.

უმცირესობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შორის შეხვედრა დღეს, დაახლოებით  სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე