|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკა ბესელია: „უმცირესობა როლიდან ვერ გამოდის“

უმცირესობისგან განსხვავებით, ხანმოკლე აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა. შეხვედრიდან გამოსული „მეოცნებეები“ აცხადებდნენ, რომ კოალიცია ის პოლიტიკური გუნდია, რომელსაც შემუშავებული აქვს როგორ და რა მეთოდებით მართოს ქვეყანა.

„ეს მეთოდები უკავშირდება სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს მაღალ პასუხისმგებლობაზე,“ - ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია.

ბესელია აქვე უმცირესობის მიერ გაჟღერებულ  პრეტენზიებსაც შეეხო ვადებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მრჩება განცდა, უმცირესობა რეალობასთან ადექვატური არ არის. ისინი როლიდან ვერ  გამოდიან. ამ რიტორიკის ტონი კი კიდევ უფრო გამაღიზიანებელია საზოგადოებისათვის,“ - ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა დღეს, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხვდებოდა. ხვალ კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე