|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისქალაქობა ვარდებით და გვირილებით

ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებათა ფარგლებში, „მონ პლაზირის“ თაღის ტერიტორიაზე ყვავილების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო. სხვადასხვა სახეობის მინდვრისა და ოთახის ყვავილები, ხელნაკეთი თაიგულები ყვავილების სალონმა „სემირამიდამ“ წარმოადგინა. „ქალაქის მერიის ინიციატივა იყო, რომ მიგვეღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენც გამოვეხმაურეთ და წარმოვადგინეთ ჩვენი ყვავილები“, – ამბობს ყვავილების სალონ „სემირამიდას“ ფლორისტი მაია ჟორჟოლიანი.

გამოფენილ ყვავილებში ჭარბობს გვირილა და ვარდი. ამ ფაქტს ფლორისტი თავის ახსნას უძებნის. „გამოტანილი გვაქვს  მინდვრისა და ტროპიკული ყვავილები, ოთახის, ასევე საოფისე ყვავილები. არის ბევრი გვირილა გაზაფხულთან დაკავშირებით და ბევრი ვარდი. ვარდი იმიტომ, რომ ქუთაისი „სავარდო და სამაისო ქალაქია“, – ამბობს მაია ჟორჟოლიანი.

გვირილა და ზოგადად ყვავილები ორმაისობის და „ქუთაისობის“ სიმბოლოდ საუკუნეზე მეტია ითვლება. დღესასწაულის დამაარსებლებად ითვლებიან გიმნაზიელი გოგონები, კერძოდ საშა ჩიქოვანი. მათ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ყვავილებით საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს გასული საუკუნის დასაწყისში.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა